თურქეთი არალეგალი მიგრანტების სატრანზიტო ქვეყანა გახდა

ედირნეში კიდევ 170 უცხოელი დააკავეს

1034571
თურქეთი არალეგალი მიგრანტების სატრანზიტო ქვეყანა გახდა

თურქეთის უშიშროების ძალებმა ედირნეში 170 არალეგალი მიგრანტი დააკავეს, რომლებიც აქედან არალეგალური გზებით ევროპაში აპირებდნენ გადასვლას.

საპატრულო ეკიპაჟებმა ედირნეს მერიჩისა და იფსალას რაიონებში მრავალკაციანი ჯგუფი შენიშნეს და ისინი დააკავეს რა, საბუთების შემოწმებით დადგინდა, რომ დაკავებულები პაკისტანის, პალესტინის, სირიის, ალჟირის, მაროკოს და ავღანეთის მოქალაქეებს წარმოადგენდნენ და ისინი ევროპაში არალეგალური გზებით აპირებდნენ გადასვლას.

პატრულებმა შესაბამისი სარეგისტრაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ედირნეს საემიგრაციო განყოფილებაში გადააგზავნეს



მსგავსი ინფორმაციები