საპრეზიდენტო კაბინეტის შეხვედრის შემდეგ იბრაიმ ქალინმა განცხადებები გააკეთა

საპრეზიდენტო კაბინეტის შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაიმ ქალინმა განცხადებები გააკეთა

1034078
საპრეზიდენტო კაბინეტის შეხვედრის შემდეგ იბრაიმ ქალინმა განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანის თავმჯდომარეობით პრეზიდენტის სასახლეში საპრეზიდენტო კაბინეტის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაიმ ქალინმა განცხადებები გააკეთა. 

ქალინის განცხადებით, ეკონომიკურ მოვლენებთან დაკავშირებით გატარებული ზომებით ორი დღეა პოზიტიური პროცესი გრძელდება და დაამატა: „მადლობას ვუხდით ყველას, ვინც პრეზიდენტის მიერ ეკონომიკური ომის წინააღმდეგ გამოცხადებულ ეროვნული მობილიზაციის მოწოდებას დადებითად გამოეხმაურა და საზღვარგარეთ სათანადო განცხადებები გააკეთა.“  

მისივე თქმით, კატარმა 15 მილიარდი დოლარის ინვესტიციის გატარების გადაწყვეტილება მიიღო. „საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერთან პრეზიდენტის სატელეფონო საუბრების დროს ეს საკითხები იქნა განხილული. მათ ჩვენ პრეზიდენტთან ისაუბრეს იმაზე თუ რამდენად მცდარია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ხელისუფლების მიერ ვაჭრობის, დოლარის იარაღის მსგავსად გამოყენების მიდრეკილება.“

პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ თურქულ ლირაზე სპეკულირების გაკეთების საშუალება მთლიანად აღმოფხვრილია და დასძინა: „ბანკების ლიკვიდურობის საკითხზე გათავისუფლება იქნა უზრუნველყოფილი. თურქეთის ეკონომიკას ძლიერი და მტკიცე საძირკველი გააჩნია. თურქეთმა როგორც ინვესტიციებისათვის ხელსაყრელმა ქვეყანამ, ყველას კარი გაუღო. როგორც ჩვენმა პრეზიდენტმა განაცხადა, თურქეთი კრიზისს შესაძლებლობად გადააქცევს.“    

იბრაიმ ქალინი ტერორის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ერაყის სინჯარის რეგიონში სეპარატისტული ტერორგანიზაცია პკკ-ს წითელი ცირკულარით ძებნილი ეგრეთ წოდებული ლიდერების კადრებიდან ერთი ტერორისტი გაანეიტრალეს და სინჯარის მსგავსი ოპერაციები ამის შემდეგაც ინტენსიურად გაგრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები