ბერათ ალბაირაქი ტელეხიდით დაუკავშირდა უცხოელ ინვესტორებს

ხაზინისა და ფინანსთა მინისტრი ბერათ ალბაირაქი ტელეხიდით დაუკავშირდა უცხოელ ინვესტორებს

1033883
ბერათ ალბაირაქი ტელეხიდით დაუკავშირდა უცხოელ ინვესტორებს

ხაზინისა და ფინანსთა მინისტრი ბერათ ალბაირაქი ტელეხიდით დაუკავშირდა უცხოელ ინვესტორებს. საუბრისას ალბაირაქმა აღნიშნა: „თურქული საბანკო სექტორი ჯანსაღი და ძლიერია. ნუ მოერიდებით საბანკო სექტორის მხარდაჭერას. კომპანიებს შეუძლია მოკლე ვადიანი პასუხისმგებლობების დაკმაყოფილება.“

მინისტრის თქმით, ინფლაციასთან ბრძოლაში ცენტრალური ბანკისათვის საჭირო ყველა სახის ფინანსურ მიდგომას უზრუნველყოფენ და ფინანსურ დისციპლინაში დათმობაზე არ წავლენ.

ალბაირაქის განცხადებით, არ არის ისეთი კრიზისი, რომ თურქეთმა თავისუფალი ბაზრის მიდგომას გადაუხვიოს, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმება არ იქნება და „ყურადღების კონცენტრირება პირდაპირი ინვესტიციის მოზიდვაზე მოახდინეს.“

მინისტრმა აღნიშნა, რომ რამდენიმე კვირაში დამატებითი ფონების რესურსებს გამოაცხადებენ და დაამატა: „ახალი მიკრო პრევენციული ზომებით, მჭიდრო მაკრო და ფინანსური პოლიტიკით უფრო მდგრადი ეკონომიკური ზრდა მოხდება. უფრო ზომიერ ეკონომიკურ ზრდას ველით.“   

ტელეხიდში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია 3783-მა ინვესტორმა გაიარა, თუმცა შეხვედრის დაწყებისას ამ ციფრმა 6 ათასს გადააჭარბა.



მსგავსი ინფორმაციები