ანკარამ საპასუხო ნაბიჯების გადადგმა დაიწყო

ამერიკულ პროდუქციაზე საბაჟო გადასახადები გაიზარდა

1032593
ანკარამ საპასუხო ნაბიჯების გადადგმა დაიწყო

 

აშშ-ის მხრიდან წარმოებულ ზოგიერთ პროდუქტზე დამატებითი საბაჟო გადასახადებების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება ოფიციალურ სახელმწიფო გამოცემაში გამოქვეყნდა.

პრეზიდენტ რეჯეპ თაიპ ერდოღანის ხელმოწერით ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნებული გადაწყვეტილებით, აშშ-ს გარკვეულ პროდუქციაზე, მათ შორის ბრინჯზე, ალკოჰოლურ სასმელებზე, ფოთლოვან თამბაქოზე, მსუბუქ ავტომანქანებზე, სილამაზის და მაკიაჟის საქონელის იმპორტზე დამატებითი გადასახადებები იქნა დაწესებული რა, ზოგიერთებზე იგი გაორმაგდა კიდეც.

ეს გადაწყვეტილება არ იმოქმედებს იმ პროდუქციაზე და საქონელზე, რომლებიც ამ გადაწყვეტილების ოფიციალურ მაცნეში გამოქვეყნებამდე იქნენ იმპორტირებულნი.

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუათ ოქთაის განცხადებით, საბაჟო ტარიფების გაზრდა ამერიკულ პროდუქციაზე, აშშ-ს ადმინისტრაციის მხრიდან თურქეთის ეკონომიკაზე თავდასხმების საპასუხოდ იქნა შემოღებული.

აშშ-მა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესები დაარღვია და  საბაჟო გადასახადები გაუორმაგა თურქეთიდან იმპორტირებულ ფოლადისა და ალუმინის ნაწარმებს



მსგავსი ინფორმაციები