პრეზიდენტი საქმიანი სამყაროს წარმომადგენლებს შეხვდა

პრეზიდენტი ტრაპიზონში არასამთვარობო ორგანიზაციებისა და საქმიანი სამყაროს წარმომადგენლებს შეხვდა

1031049
პრეზიდენტი საქმიანი სამყაროს წარმომადგენლებს შეხვდა

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯებ თაიპ ერდოღანი, ტრაპიზონში არასამთვარობო ორგანიზაციებისა და საქმიანი სამყაროს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე პრეზიდენტმა ფეტულაჰის ტერორგანიზაცია FETÖ-სთან და სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-სთან კავშირში მყოფი ამერიკელი პასტორის წინააღმდეგ წარმოებული სასამართლო პროცესის მიმართ ამერიკის დამოკიდებულება შეაფასა და აღნიშნა: „ტერორგანიზაციებთან კავშირის მქონე პასტორისთვის ცდილობს თურქეთი გასწიროს, რომლის მოსახლეობაც 81 მილიონია. როგორც სამართლებრივი სახელმწიფო რაც საჭიროა იმას გავაკეთებთ. მითითებებით თურქეთს ქედს ვერ მოახრევინებთ. 81 მილიონიან ქვეყანასთან სტრატეგიული პარტნიორობის ტერორგანიზაციებთან პარტნიორობაზე გამცვლელებს ვეტყვით, რომ კარგად ბრძანდებოდნენ.“

ერდოღანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ვალუტის კურსზე შეტევის წინააღმდეგ საჭიროა ეროვნული პოზიციის დაკავება.

პრეზიდენტი ერდოღანი ასევე შეეხო ტერორიზმთან ბრძოლის საკითხს და დასძინა, რომ როგორც თურქეთში, ასევე სირიაში ტერორს არ დაუშვებენ და გარე ძალებ თურქეთის სამხრეთ საზღვრებზე ტერორის დერეფანს ვერ შექმნიან.


საკვანძო სიტყვები: #ტრაპიზონი , #პრეზიდენტი , #ერდოღანი

მსგავსი ინფორმაციები