ერდოღანმა ორდუელებს მიმართა

“თურქეთი სამართლიანობის საკითხში დათმობაზე არ წავა“

1030468
ერდოღანმა ორდუელებს მიმართა

 

ქალაქ ორდუში მყოფმა პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა აქ გამართულ მიტინგზე კიდევ ერთხელ გამოხატა უარყოფითი რეაქცია ამერიკის მხრიდან თურქეთის მიმართ განხორციელებულ ეკონომიკურ თავდასხმებზე და განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მუქარის ენით ვერ დააჩოქებს თურქ ხალხს.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა თურქეთის მოსახლეობას, დევალვაციის შემსუბუქების მიზნით, ხელთ არსებული   ვალუტები და ოქროულობა გადაცვალონ ლირაზე.

“ამერიკა ჩვენგან, 2016 წლის 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორ ფეტულლაჰ გულენთან და ქურთულ ტერ ორგანიზაცია პკკ-ასთან კავშირში მყოფი ამერიკელი პასტორის, ანდრეი ბრანსონის გათავისუფლებას ითხოვს, მე კი ასე მივმართავ ვაშინგტონს: თქვენ, ნატოში მოკავშირე და სტრატეგიულ პარტნიორ თურქეთს ერთ პასტორზე ცვლით, ჩვენ კი  იგი მართლმსაჯულებას გადავეცით და იგი გამოუტანს სასჯელს. ჩვენ, როგორც სამართლებრივ სახელმწიფოს, სამართლიანობის საკითხში რაიმე დათმობები არ გვქონია და არც ამის შემდეგ გვექნება", განაცხადა ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები