იუქსეკოვაში შეჰიდი გახდა კიდევ ერთი ჯარისკაცი

იგი მძიმედ იყო დაჭრილი

1025703
იუქსეკოვაში შეჰიდი გახდა კიდევ ერთი ჯარისკაცი

 

თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთში მდებარე ჰაქქარის ოლქის იუქსექოვას რაიონში, ქურთული ტერ ორგანიზაცია  PKK-ს წევრების მხრიდან განხორციელებულ თავდასხმას ერთი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ქურთი სეპარატისტების მხრიდან გზაზე ჩადებული ხელნაკეთი ბომბი, ჯარისკაცებით სავსე ჯავშანტექნიკის, ჩობანფინარის ზეგანზე გავლის დროს აფეთქდა, რის შედეგადაც 9 ჯარისკაცი დაიჭრა, მათ შორის 1 მძიმედ და ყველანი სასწრაფოებით გადაიყვანეს იუქსეკოვას სახელმწიფო საავადმყოფოში.

ამავე ცნობით ექიმების დიდი მცდელობების მიუხედავად, მძიმედ დაჭრილის გადარჩენა ვერ შესძლეს და იგი შეჰიდი გახდა   



მსგავსი ინფორმაციები