ერდოღანმა 100 დღიანი სამოქმედო გეგმა გამოაქვეყნა
ამ პერიოდში 400 მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებენ
პრეზიდენტმა რ.თ. ერდოღანმა საპრეზიდენტო კაბინეტის 100 დღიანი სამოქმედო გეგმა გამოაცხადა, რომელშიც შედის 400 პროექტი.
ამ სამოქმედო გეგმის მიხედვით, არსებობს მრავალი საორიენტაციო მიზანი სატრანსპორტო, ენერგეტიკის, ეკონომიკური ინდუსტრიალიზაციის, საგარეო ვაჭრობის, ურბანიზმის, საგარეო პოლიტიკის, თავდაცვის, განათლების, სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიების, ტურიზმის, ახალგაზრდობის და სპორტის სფეროებში, ხოლო ამის პარალელურად ასევე არსებობს ახალი ნაბიჯები ბიუჯეტისა და საჯარო ფინანსების პროგრამაში.
მისი თქმით, 2019-2023 წლების სტრატეგიულ გეგმაზეც მუშაობენ და დიდი ალბათობით მას ნოემბრამდე დაასრულებენ.
ერდოღანმა განაცხადა, რომ პირველი 100 დღის განმავლობაში დაგეგმილი პროექტების რაოდენობა ათასზე მეტს შეადგენს და მათ შორის 400-ზე მეტი, მათთვის მეტად მნიშვნელოვანნი და პრიორიტეტულნი არიან, განსაკუთრებით კი თავდაცვითი პროექტები, რათა ყოველგვარ საშინაო თუ საგარეო საფრთხეებს და რისკებს მზად შეხვდნენ.
სტამბოლის ბოსფორის სრუტის პარალელურად დაგეგმილ ე.წ. სტამბოლის არხზე საუბრისას თქვა, რომ მის ორივე სანაპიროზე ახალი, პატარა და მყუდრო ქალაქები აშენდება.
იგი ასევე შეეხო საგარეო პოლიტიკასაც და თქვა, რომ საზღვარგარეთ წარმოებულ ანტიტერორისტულ ბრძოლას დიპლომატიურ განზომილებასაც დაუმატებენ, ხელს შეუშლიან ტერ ორგანიზაციების საქმიანობას, შეუწყვეტავენ მათ ფინანსურ რესურსებს.
ერდოღანმა სირიელ ლტოლვილებზე საუბრისას განაცხადა, რომ თურქი ჯარების მხრიდან სირიის ჩრდილოეთში ტერორისტებისგან განთავისუფლებულ მიწებზე 250 ათასზე მეტი ლტოლვილი დაბრუნდა და ისინი საკუთარ კერებში აგრძელებენ ცხოვრებას რა, მათ უსაფრთხოებას თურქი ჯარებიც იცავენ.
მანვე იმედი გამოთქვა, რომ სირიის ქალაქ მანბიჩში აშშ-თან ერთობლივი მუშაობა, ორ ქვეყანას შორის არსებულ სხვა პრობლემებს არ გაართულებს.
მისივე განცხადებით, ერაყის ქალაქ მოსულში და ბასრაში თურქეთის საკონსულოები 100-დღიანი პერიოდის ფარგლებში ამოქმედდება.
ერდოღანმა ბოლოს განაცხადა, რომ ენერგეტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ისინი გეგმავენ მე-3 ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობას თურქეთის ევროპულ ნაწილში, თრაკიაში