ჩავუშოღლუ-პომპეოს შორის პირისპირი შეხვედრა შესდგა

შეხვედრა სინგაპურში გაიმართა

1024989
ჩავუშოღლუ-პომპეოს შორის პირისპირი შეხვედრა შესდგა

 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუტ ჩავუშოღლუ სინგაპურში იმყოფება, სადაც მონაწილეობას იღებს სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ერების გაერთიანების,  ASEAN-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების 51-ე შეკრებაში და მის ფარგლებში თავის ამერიკელ კოლეგა მაიკ პომპეუსთან პირისპირი შეხვედრა ჰქონდა.

ვარაუდობენ, რომ ორი დიპლომატის განხილვის მთავარი თემა, აშშ-ს ადმინისტრაციისაგან გუშინწინ, ორი თურქი მინისტრის მიმართ დაწესებული სკანდალური სანქცია იყო.

თურქ მინისტრს სინგაპურში პირისპირი შეხვედრები ჰქონდა ასევე ინდონეზიელ კოლეგა რეტნო მარსუდისთან, იაპონელ კოლეგა ტარო კონოსთან და ირანელ კოლეგა ჯევად ზერიფთან რა, ძირითადად ორმხრივი და აქტუალური რეგიონალური და საერთაშორისო საკითხები განიხილეს



მსგავსი ინფორმაციები