საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

1022676
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

თურქეთმა, კვიპროსის ბერძნულ მხარეზე შეკრების გამმართავი ზოგიერთი ქვეყნის ელჩებს ურჩია, ზღვარს ნუ გადავლენ. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ჰამი აქსოიმ, აღნიშნულ შეკრებასთან დაკავშირებით განაცხადა: 

"შეკრებაზე ზოგიერთი ელჩის, ბერძნული მხარის ხელისუფლების ცალმხრივად წარმოებული აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ნახშირწყალბადის საბადოების საქმიანობის მხარდაჭერის გამოხატვა უადგილოდ მიგვაჩნია. აღნიშნული ქვეყნების წარმომადგენლებს ვურჩევთ ზღვარს ნუ გადავლენ... ასეთ ვითარებაში კვიპროსის ბერძნული მხარის კუნძულის ერთადერთი მფლობელის მსგავსად მოქცევა და ცალმხრივად ნახშირწყალბადის საბადოებზე საქმიანობის გაგრძელდება მიუღებელია. აღნიშნული საქმიანობით ბერძნული მხარე კუნძულის ერთობლივი მფლობელის კვიპროსელი თურქების ბუნებრივ რესურსებზე  მთავარ უფლებებს არაფრად მიიჩნევს. "

განცხადებაში ასევე აღნიშნულია,  რომ თურქეთი კვიპროსელი თურქების უფლებებსა და ინტერესებს იცავს და აგრძელებს კვიპროსის თურქული მხარის მხარდაჭერას.



მსგავსი ინფორმაციები