დღეს, ახალი სისტემის პირველი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრა ტარდება

ახალი სისტემის პირველი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრა დღეს 15.00 საათზე პრეზიდენტ რეჯებ თაიპ ერდოღანის თავმჯდომარეობით დაიწყო

1022578
დღეს, ახალი სისტემის პირველი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრა ტარდება

ახალი სისტემის პირველი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრა დღეს 15.00 საათზე პრეზიდენტ რეჯებ თაიპ ერდოღანის თავმჯდომარეობით დაიწყო.

შეხვედრას ვიცეპრეზიდენტი ფუათ ოქთაი, იუსტიციის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრებიც ესწრებიან.

დღის წესრიგის თემები ტერორთან ბრძოლა და საგარეო პოლიტიკა იქნება.

განიხილავენ ასევე საგანგებო სიტუაციის გაუქმების შემდგომ დეტალებს.

საუბარი შეეხება ასევე რეგიონალურ საკითხებსაც. შეფასდება სირიის ქალაქ მენბიჯში აშშ-თან ერთად განხორციელებული სამოქმედო გეგმა.

პრეზიდენტის განკარგულებით ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრა ახალ სისტემაზე გადასვლის შემდეგ ორ თვეში ერთჯერ გაიმართება.

ეუს-ს წევრები საჭიროების შემთხვევაში პირდაპირ პრეზიდენტის მიწევით შესძლებენ შეკრებას.  

დღის წესრიგის საკითხებს პრეზიდენტი შეადგენს.

საბჭოს შეხვედრაში პრეზიდენტის არ მონაწილეობის შემთხვევაში მას თავმჯდომარეობას ვიცეპრეზიდენტი გაუწევს.

საბჭოს შეხვედრებზე წევრების გარდა, დღის წესრიგის მიხედვით შესაძლებელი იქნება სათანადო მინისტრების და პირების მიწვევაც.



მსგავსი ინფორმაციები