ერდოღანი ზამბიელმა კოლეგამ ლუნგმა მიიღო

ორ ქვეყანას შორის 12 შეთანხმებას მოეწერა ხელი

1021487
ერდოღანი ზამბიელმა კოლეგამ ლუნგმა მიიღო
cumhurbaskani zambiya6.jpg

 

პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი, აფრიკის ტურნეს ფარგლებში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ზამბიაში გადავიდა, რომლის დედაქალაქ ლუსაკას აეროპორტში ოფიციალური მიღება მოუწყო ზამბიელმა კოლეგამ ედგარ ლუნგუმ.

დელეგაციების გაცნობის რიტუალის დასრულების შემდეგ პრეზიდენტებმა და მათმა მეუღლეებმა ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფის, "ტიანჯანის“ მიერ წარმოდგენილ ეროვნულ ცეკვებს უყურეს.

ამის შემდეგ ერდოღანმა ლუსაკაში მდებარე საპრეზიდენტო სასაფლაო მოინახულა, სადაც ლუნგუს წინამორბედი სამი პრეზიდენტია დამარხული.

ლუნგმა დღესვე ერდოღანს საპრეზიდენტო სასახლეში მიღება მოუწყო, ხოლო მათი პირისპირი შეხვედრის დასრულების კვალდაკვალ დელეგაციათა შორისო მოლაპარაკებები გაიმართა, რომლის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ხელი მოეწერა 12 მნიშვნელოვან შეთანხმებას, რომლებითაც ორი ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობები გაიზრდება და გაფართოვდება.

მიღებული შეთანხმებითვე, მიმდინარე წლის ბოლოს ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლაც დაიწყება.



მსგავსი ინფორმაციები