ერდოღანი სამხრეთ აფრიკელ ინვესტორებს შეხვდა

მათ თურქეთში კაპიტალის დაბანდებისკენ მოუწოდათ

1021303
ერდოღანი სამხრეთ აფრიკელ ინვესტორებს შეხვდა

 

იოჰანესბურგში, BRICS-ის (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა) სამიტზე მყოფი თურქეთის პრეზიდენტი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის უმსხვილეს ინვესტორებს შეხვდა და ისაუბრა რა მისი პარტიის ხელმძღვანელობით თურქეთის მიერ 16 წლის განმავლობაში მოპოვებულ წარმატებებს, თქვა, რომ ამით არ კმაყოფილდებიან და უფრო მეტის გაკეთება სურთ ქვეყნისთვის და ხალხისთვის.

ერდოღანმა თავისი სიტყვა თავისუფალი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დამფუძნებელი ლიდერის, ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ნელსონ მანდელას ხსენებით დაიწყო და  აღნიშნა, რომ თითოეული ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, ბიზნეს სამყაროს დამოკიდებულებას და მის ძლიერ პოლიტიკურ ნებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ამიტომაც, ინვესტორების მხარდაჭერის გარეშე ძალიან რთული იქნება ეკონომიკაში რაიმე წარმატების მიღწევა.

“მრავალი წინააღმდეგობების, დაბრკოლებების, მეზობლად არსებული არა სტაბილურობების და 2016 წლის 15 ივლისის პუტჩის მცდელობის მიუხედავად, გასულ წელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 7,4%-ით გაიზარდა, რაც დიდ ოციანთა შორის პირველ, ხოლო  OECD-ს ქვეყნებს შორის კი მეორე ადგილზე გვაყენებს. მაგრამ, ამ წარმატებამ თავბრუ არ დაგვახვია, პირიქით, მიღწეულებით არ ვკმაყოფილდებით და უფრო მეტის გაკეთება გვინდა“, აღნიშნა თურქმა პრეზიდენტმა.

მანვე დადებითი უწოდა თურქეთ-სამხრეთ აფრიკას შორის არსებულ ურთიერთობებს, თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ პოტენციალი უფრო მეტია და ურთიერთობების უფრო მეტად გაფართოება და გაღრმავება შეუძლიათ.

“დღესდღეობით ჩვენი სავაჭრო ურთიერთობა 2,2 მილიარდ დოლარს აღწევს და საჭიროა მისი ამ უახლოეს წლებში 10 მილიარდ დოლარამდე აყვანა“, განაცხადა ერდოღანმა და სამხრეთ აფრიკელ ინვესტორებს თურქეთში კაპიტალის დაბანდებისკენ მოუწოდათ



მსგავსი ინფორმაციები