პრეზიდენტი ერდოღანი პრეტორიაში თურქეთის საელჩოს კანცელარიის შენობის გახსნის ცერემონიას დაესწრო

BRICS-ს სამიტზე დასასწრებად სამხრეთ აფრიკაში ჩასული პრეზიდენტი ერდოღანი პრეტორიაში თურქეთის საელჩოს კანცელარიის შენობის გახსნის ცერემონიას დაესწრო

1020248
პრეზიდენტი ერდოღანი პრეტორიაში თურქეთის საელჩოს კანცელარიის შენობის გახსნის ცერემონიას დაესწრო

BRICS-ს სამიტზე დასასწრებად სამხრეთ აფრიკაში ჩასული პრეზიდენტი ერდოღანი პრეტორიაში თურქეთის საელჩოს კანცელარიის შენობის გახსნის ცერემონიას დაესწრო.

ცერემონიაზე სიტყვით გამოსულმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ 2002 წელში როდესაც ხელისუფლებაში მოვიდნენ აფრიკის კონტინენტზე თურქეთის საელჩოების რაოდენობა 12 იყო და დღეს ეს ციფრი 41-ს შეადგენს.

„იმის საჩვენებლად თუ საიდან სად მოვედით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს თუ გლობალურ საკითხებში აინტერესებთ თურქეთის სიტყვა, ქმედება, ამასთან ერთად პოზიცია, ეს უეჭველად ბოლო 16 წლის მანძილზე გაწეული მრავალმხრივი მუშაობის შედეგია. ამჟამად მსოფლიოში ველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნების დახმარების კუთხით 8,2, მილიარდი დოლარით, თურქეთი პირველ ადგილზეა.“-აღნიშნა პრეზიდენტმა.

იგი ტერორიზმის საკითხსაც შეეხო და განაცხადა: „ჩვენს თვალში ტერორგანიზაციებს შორის განსხვავება არ არსებობს. სახელი, რიტორიკა, იმიჯი, რაც არ უნდა ჰქონდეთ ყველა ტერორგანიზაცია კაცობრიობის საერთო მტერია. რაც დაეშ-ია FETÖ-ც (ფეტულაჰის ტერორგანიზაცია) ის არის. რაც PKK არის ბოკო არამი და ალ შებაბიც ის არის.“

პრეზიდენტის თქმით, ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც FETÖ ყველაზე აქტიურია, სამხრეთ აფრიკაა და დაამატა: „ამ საკითხზე მათთან ვისაუბრებ. ადრე დოკუმენტები გადავეცი. ამჯერად ახალი მოვლენების ფონზე ამათაც გადავცემ, რადგანაც 15 ივლისს (2016 წლის FETÖ-ს მიერ მოწყობილი გადატრიალების მცდელობა) ჩვენთვის უბედურების მომტანმა ამ ტერორგანიზაციამ შესაძლოა ხვალ უბედურება სამხრეთ აფრიკას მოუტანოს, ამას შევახსენებთ. FETÖ-ს ამ მიწის დაბინძურების, აქაურობისს ბაზად გადაქცევის, სამხრეთ აფრიკელი ჩვენი მეგობრების გულუხვობის გამოყენების უფლებას არ მივცემთ.“



მსგავსი ინფორმაციები