ჩავუშოღლუ ბერძენ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა

მან ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულების გამო მიუსამძიმრა

1018043
ჩავუშოღლუ ბერძენ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა

 

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სამსახური იტყობინება, რომ ამ უწყების ხელმძღვანელი, მევლუტ ჩავუშოღლუ, საბერძნეთის დედაქალაქ ათენს მიახლოებულ ტყის ხანძართან დაკავშირებით ტელეფონით დაუკავშირდა თავის ბერძენ კოლეგას ნიკოს კოძიასს და მწუხარება გამოთქვა საბერძნეთს მოდებულ ტყის ხანძართან დაკავშირებით, ხოლო ამასთან ერთად, ხანძრის შედეგად დაღუპულების გამო ბერძენ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა.

ჩავუშოღლუმ კოლეგას ასევე განუცხადა, რომ თურქეთი მზად არის, ყველანაირი შესაძლო დახმარება აღმოუჩინოს ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლაში.

საბერძნეთის დედაქალაქ ათენის მახლობელ ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი დასახლებულ პუნქტებსაც მოედო, რის შედეგადაც, ზოგიერთი ცნობებით  50 ადამიანი დაიღუპა, მრავალი კი დაშავდა.



მსგავსი ინფორმაციები