ევროპა და გაერო თურქეთში საგანგებო მდგომარეობის გაუქმებით კმაყოფილია

ევროპა და გაერო თურქეთში საგანგებო მდგომარეობის გაუქმებით კმაყოფილია

1015139
ევროპა და გაერო  თურქეთში საგანგებო მდგომარეობის გაუქმებით კმაყოფილია

ევროპის საბჭოდან გავრცელებული ინფორმაციით, ისინი,  თურქეთში საგანგებო მდგომარეობის ხელმეორედ გაუგრძელებლობის გადაწყვეტილებას მიესალმებიან. ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა  დენიელ ჰოლტგენიმ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „ჩვენ კმაყოფილი ვართ იმით, რომ თურქეთში საგანგებო მდგომარეობის  გახანგრძლივება კვლავ არ მოხდა და ეს პროცესი დასრულდა“. თურქეთში საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას გაეროც გამოეხმაურა. გაეროს გენერალური სამდივნოს პრესსპიკერმა ფერჰან ჰაქიმ ყოველდღიური ტრადიციული პრესკონფერენციის დროს,  თურქეთში საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასაც შეეხო და დასძინა: „ვიმედოვნებთ, რომ ყველა ძირითადი უფლებების დაცვის კლიმატი შეიქმნება“.



მსგავსი ინფორმაციები