ვანში ერთი პოლიციელი შეჰიდი გახდა
ვანში ერთი პოლიციელი შეჰიდი გახდა
1014586
თურქეთში, ვანის პროვინციაში სამი დღის წინ დაწყებული ანტიტერორისტული ოპერაციების ფარგლებში დაჭრილი სპეცრაზმის ერთი პოლიციელი გადაყვანილ საავადმყოფოში დაიღუპა. ვანის პოლიციამ სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია პკკ-ს ტერორისტის ქალაქში ტერაქტის განხორციელების ინფორმაცია მიიღო, რის კვალდაკვალაც 15 ივლისს ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ოპერაცია ჩაატარა. ოპერაციის დროს პოლიციასა და ტერორისტებს შორის მომხდარი შეტაკების დროს სამი პოლიციელი დაშავდა. ოპერაციის დროს ორი ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული. დაშავებული პოლიციელი, რომელიც საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი მიუხედავად ყოველგვარი მცდელობისა მაინც დაიღუპა.