15 ივლისის მეორე წლისთავი საზღვარგარეთაც აღინიშნა

გერმანიაში და საბერძნეთში აქ თავშეფარებული ფეტოელების ექსტრადიცია მოითხოვეს

1013094
15 ივლისის მეორე წლისთავი საზღვარგარეთაც აღინიშნა

 

2016 წლის 15 ივლისის სამარცხვინო გადატრიალების მცდელობის მეორე წელს თურქეთის გარდა  სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდა საზღვარგარეთის ქვეყნებშიც და კიდევ ერთხელ მოიგონეს პუტჩის მცდელობის დროს დაღუპულთა სულები. 

ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში მთავარი ცერემონია დედაქალაქ ლეფკოსაში (ნიქოზია), წამებულთა მემორიალის წინ გაიმართა და მასში თურქმა დიპლომატებმა, პარლამენტარებმა და სხვა მაღალჩინოსანმა სტუმრებმაც მიიღეს მონაწილეობა.

თურქეთის ბრიუსელის საელჩოში ჩატარებულ ღონისძიებაზე სტუმრად იყო მიწვეული 15 ივლისის ვეტერანი ქადირ ილმაზი და მან პუტჩის ღამის საშინელებებზე ისაუბრა. ბრიუსელის ფატიჰის მეჩეთში კი ლოცვები წაიკითხეს.  

ბერლინის თურქეთის საელჩოში გამართულ ცერემონიაზე სიტყვით გამოსულმა თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ალი ქემალმა გერმანიის ხელისუფლებას ამ ქვეყანაში თავშეფარებული ფეტოელების ექსტრადიცია მოითხოვა, ხოლო კიოლნში პუტჩის მცდელობის ღამეს დაღუპული 251 შეჰიდის ფოტოებიანი ბალონები გაუშვეს ცაში.

მოსკოვში გამართულ ცერემონიას თურქეთის ელჩი ჰუსეინ დირიოზი ორგანიზატორობდა და წარმოთქმულ სიტყვაში თქვა, რომ ფეტოელებთან ბრძოლა მათ სრულ ნეიტრალიზებამდე გაგრძელდება.

საბერძნეთში მსგავსი ღონისძიებები ათენში და გიუმილჯინეში გაიმართა რა, ქვეყნის მთავრობას აქ თავშეფარებული 8 ფეტოელის ანკარისათვის გადაცემა მოითხოვეს.

პუტჩის მეორე წლისთავი აღნიშნა ასევე ბოსნია-ჰერცოგოვინაში, მაკედონიაში, უზბეკეთში, აზერბაიჯანში, ავსტრიაში, ავღანეთში, ინდონეზიაში, ერაყის ქალაქ ერბილში და ა.შ.       



მსგავსი ინფორმაციები