ერდოღანმა ნატოს სამიტიდან დაბრუნებისას თვითმფრინავში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა

ერდოღანმა ნატოს სამიტიდან დაბრუნებისას თვითმფრინავში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა

1012282
ერდოღანმა ნატოს სამიტიდან დაბრუნებისას თვითმფრინავში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ბრიუსელში გამართულ ნატოს სამიტში მონაწილეობის შემდეგ თურქეთში დაბრუნებისას ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ერდოღანმა,  აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გამართული შეხვედრის  შესახებ აღნიშნა, რომ ტრამპმა მას განუცხადა, რომ F-35-ის  მოიერიშე საბრძოლო თვითმფრინავების თურქეთზე გადაცემასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ შეიქმნება. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ სამიტზე ავღანეთში თურქეთის სამხედრო შენაერთების რიცხვის გაზრდის  და თურქეთისადმი ტერორიზმის საკითხთან დაკავშირებით ყოველგვარი მხარდაჭერის გადაწყვეტილება  მიიღეს. პრეზიდენტმა იტალიის პრემიერმინისტრ,  ჯუზეპე კონტესთან შეხვედრის დეტალებზეც ისაუბრა და განაცხადა: „როგორც ორმხრივი ასევე რეგიონალური საკითხები განვიხილეთ. კონტესთან შედეგიანი მოლაპარაკება გავმართეთ. ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ იტალიასთან ერთად მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ“. ერდოღანმა ჟურნალისტებთან საუბრის დროა გერმანიის კანცლერ, ანგელა მერკელთან გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე, მიგრანტების საკითხთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმებები,  რასისტული ეროვნულ-სოციალისტური იატაკქვეშა ტერორისტული ორგანიზაციის NSU-ს,  გერმანიაში თავშეფარებული ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია პარალელური სახელმწიფო სტრუქტურა, FETÖ/PDY-ს და სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია, PKK-ს მიერ იმ ქვეყანაში განხორციელებული ქმედებები  განიხილეს. მისივე თქმით მერკელთან შეხვედრაზე მიმდინარე წელს გერმანიის პრეზიდენტ,  ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის მიწვევით ამ ქვეყანაში განსახორციელებელ ვიზიტზეც  ისაუბრეს.



მსგავსი ინფორმაციები