ერდოღან-მერკელს შორის შეხვედრა გაიმართა

შეხვედრა დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა

1010765
ერდოღან-მერკელს შორის შეხვედრა გაიმართა

ბელგიის დედაქალაქ, ბრიუსელში ნატოს სამიტზე დასასწრებად ჩასულმა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გერმანიის კანცლერ, ანგელა მერკელთან პირისპირ შეხვედრა გამართა. ერდოღან-მერკელს შორის შეხვედრა დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა. გერმანიის კანცლერ,  ანგელა მერკელმა, ერდოღანს  24 ივნისს თურქეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. შეხვედრას თურქეთის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი,  მევლუთ ჩავუშოღლუ თავდაცვის მინისტრი, ჰულუსი აქარი და პრეზიდენტის პრესსპიკერი, იბრაჰიმ ქალინიც ესწრებოდნენ.



მსგავსი ინფორმაციები