თურქეთის პრეზიდენტი ნატოს სამიტზე მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს

თურქეთის პრეზიდენტი ნატოს სამიტზე მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს

1010116
თურქეთის პრეზიდენტი ნატოს სამიტზე მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს

დღეს,  ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ნატოს სამიტი იწყება. ნატოს ახალ შტაბბინაში გასამართ სამიტზე ალიანსის  წევრი ქვეყნების პრეზიდენტები და პრემიერმინისტრები დაესწრებიან. სამიტი,  20 ქვეყნის სამხედრო  და მათ შორის თურქეთის ვერტმფრენების ჩვენებით დაიწყება. თურქეთს კი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი წარადგენს. არჩევნებში გამარჯვების და საპრეზიდენტო სისტემაზე ოფიციალურად გადასვლის შემდეგ ეს ერდოღანის პირველი მნიშვნელოვანი სამიტი იქნება. თურქეთის დელეგაციაში უკვე ყოფილი გენშტაბის უფროსი, ჰულუსი აქარი ახლა უკვე, ეროვნული თავდაცვის მინისტრის სახელით დაესწრება, ხოლო უკვე ყოფილი ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი,  ბერათ ალბაირაქი ახლა უკვე სახაზინო და ფინანსთა მინისტრის სახელით დაესწრება. სამიტის ფარგლებში ერდოღანი, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ინგლისის პრემიერმინისტრ ტერეზა მეის და სხვა ქვეყნების პრეზიდენტებთანაც გამართავს პირისპირ შეხვედრებს. შეხვედრებზე,  ზოგიერთი ნატოს წევრი ქვეყნების სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია, პკკ-ს სირიის ფრთა,  YPG-ს მხარდაჭერის  და თურქეთის მხრიდან რუსეთისგან  შესყიდული S-400-ს  საჰაერო თავდაცვის სისტემის საკითხებიც იქნება განხილული.  მეორეს მხრივ თურქეთის პრეზიდენტი ბრიუსელში ევროპის საბჭოს პრეზიდენტ,  დონალდ ტუსკის,  ევროკომისიის პრეზიდენტ,  ჟან კლოდ იუნკერს და სავარაუდოს ასევე შეხვდება ევროპარლამენტის  თავმჯდომარე,  ანტონიო ტაიანის.



მსგავსი ინფორმაციები