ერდოღანი ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში ჩავიდა

იგი ჩრდულოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში აზერბაიჯანიდან ჩავიდა

1009997
ერდოღანი ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში ჩავიდა

ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში ჩასულმა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ კვიპროსის, თემა მათი ეროვნული საკითხია რა, სამართლიანი და ხანგრძლივი მოგვარებისათვის ყველაფერს გააკეთებენ. ერდოღანი ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში აზერბაიჯანიდან ჩავიდა სადაც, პრეზიდენტ მუსტაფა აქინჯისთან გამართული შეხვედრის შემდეგ მან,  ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა:

„თურქეთი, კვიპროსელი თურქების საკითხის მოუგვარებლობას არასოდეს შეეგუება. ასევე კვიპროსელი თურქების კვიპროსის ბერძნულ მხარეში უმცირესობებად გამოცხადებასაც არასდროს დათანხმდება. თურქეთის მხრიდან ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის წყლის პრობლემის მოგვარება როგორც ეკონომიკური, ასევე სხვა მხრივაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახლდათ. ჩვენი სურვილია მომავლისათვის,  ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა ხმელთა შუა ზღვაში ერთგვარ მიმზიდველ ცენტრად გადაიქცეს და ეროვნული შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე გაიზარდოს“. ერდოღან-აქინჯის შორის გამართულ პირისპირ შეხვედრაზე კი მრავალი აქტუალური საკითხი იქნა განხილული.  



მსგავსი ინფორმაციები