სარკინიგზო ავარია თექირდაღში

დაიღუპა 24 მგზავრი

1008948
სარკინიგზო ავარია თექირდაღში

 

თექირდაღის ოლქში შემავალ ჩორლუს რაიონის მახლობლად ავარია განიცადა სამგზავრო მატარებელმა, რის შედეგადაც 24 ადამიანი დაიღუპა.

ჯანდაცვის მინისტრმა აჰმედ დემირჯანმა განაცხადა, რომ ავარიის შემდეგ 124 მგზავრი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო 194 მგზავრს ამბულატორიული დახმარება გაეწია.


ტრანსპორტის, საზღვაო და კავშირგაბმულობის მინისტრ აჰმეტ არსლანის განცხადებით, მატარებლის მარშრუტზე ბოლო აუცილებელი და საჭირო კონტროლი აპრილში გაკეთდა.


მისივე თქმით, გუშინ, ამ მარშრუტზე გაიარა შვიდმა მატარებელმა, მაგრამ, მოგვიანებით მოსულმა ძლიერმა ნალექმა და მისგან გამოწვეულმა წყალდიდობამ ხსენებული მარშრუტი დააზიანა.

ბოლო ინფორმაციით ორი მემანქანე გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში დაიბარეს



მსგავსი ინფორმაციები