ერდოღანი ბრიუსელში მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს

თურქეთის ახალი მთავრობა ხვალ გახდება ცნობილი

1008315
ერდოღანი ბრიუსელში მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი,  24 ივნისის არჩევნების შემდეგ თურქეთის ახალი სისტემის ფარგლებში პირველ საზღვარგარეთულ ოფიციალურ შეხვედრებს ბელგიის დედაქალაქ,  ბრიუსელში 11-12 ივლისს გასამართ, ნატოს სამიტის ფარგლებში გამართავს. სამიტს ნატოს წევრი ქვეყნების პრეზიდენტები და მთავრობის სხვა წარმომადგენლები უნდა დაესწრნენ. სამიტის ფარგლებში ერდოღანი, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ინგლისის პრემიერმინისტრ ტერეზა მეის და სხვა ქვეყნების პრეზიდენტებთანაც გამართავს პირისპირ შეხვედრებს. შეხვედრებზე,  ზოგიერთი ნატოს წევრი ქვეყნების სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია, პკკ-ს სირიის ფრთა,  YPG-ს მხარდაჭერის საკითხები იქნება განხილული. მეორეს მხრივ,  ერდოღანი ბრიუსელში,  ევროპის საბჭოს პრეზიდენტ,  დონალდ ტუსკის,  ევროკომისიის პრეზიდენტ,  ჟან კლოდ იუნკერს და სავარაუდოს ასევე შეხვდება ევროპარლამენტის  თავმჯდომარე,  ანტონიო ტაიანის. ბრიუსელში გასამართ ნატოს სამიტს თურქეთის ახალი მთავრობის წარმომადგენლებიც დაესწრებიან, რომელთა ვინაობაც  ხვალ გახდება ცნობილი.



მსგავსი ინფორმაციები