ერდოღანს სლოვენმა კოლეგამაც მიულოცა

“თურქეთ-სლოვენიას შორის ურთიერთობები უფრო მეტად განვითარდება“

1004477
ერდოღანს სლოვენმა კოლეგამაც მიულოცა

 

სლოვენიის პრეზიდენტმა ბორუტ პაჰორმა თავის თურქ კოლეგა რ.თ. ერდოღანს 24 ივნისის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

საპრეზიდენტო წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, პაჰორი პრეზიდენტ ერდოღანს ტელეფონით დაუკავშირდა და ორივე არჩევნებში მიღწეული გამარჯვებების გამო მიულოცა. ორი ქვეყნის ლიდერმა მზადყოფნა გამოთქვა ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისათვის უფრო მეტი ძალისხმევის გამოჩენაზე.

საპრეზიდენტო წყაროების თანახმადვე, პრეზიდენტმა ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა ასევე ერაყის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ შიიტთა ლიდერ მუქტედა ელ სადრთან და ჩრდილოეთ ერაყის ქურთული რეგიონის პრემიერ მინისტრ ნეჩირვან ბარზანთან. ამ უკანასკნელებმაც ისარგებლეს რა შემთხვევით, ერდოღანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს



მსგავსი ინფორმაციები