ჰულუსი აქარი სირიის საზღვართან ჩავიდა

ჰულუსი აქარი სირიის საზღვართან ჩავიდა

1002935
ჰულუსი აქარი სირიის საზღვართან ჩავიდა
orgeneral akar-komutanlar.jpg

თურქეთის გაერთიანებული შტაბის მეთაური არმიის გენერალი ჰულუსი აქარი სხვა სამხედრო შენაერთების  წევრებთან ერთად სირიის საზღვარზე განთავსებული ნაწილების მოსანახულებლად იქ ჩავიდა. მან სამხედრო შენაერთებს შესაბამისი განკარგულებები მისცა და ასევე განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალები როგორც ქვეყნის შიგნით,  ასევე საზღვრებს გარეთ ანტიტერორისტულ ოპერაციებს გააგრძელებენ. აქარმა იქ გაკეთებულ განცხადებაში ისიც აღნიშნა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში თურქეთის უსაფრთხოების და სუვერენიტეტის დასაცავად, შეიარაღებულმა ძალებმა სეპარატისტული ტერ ორგანიზაციების წინააღმდეგ როგორც ერაყის ჩრდილოეთში ასევე ქვეყნის შიგნით მრავალი სამიზნე გაანადგურა. თურქეთის არმიის გენერალმა ასევე მემბიჯის საკითხთან დაკავშირებითაც გააკეთა განცხადება და დასძინა, რომ რეგიონის სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია PKK-ს სირიის ფრთა, YPG-სგან გასათავისუფლებლად და იარაღის შეგროვების სამუშაოებთან დაკავშირებით ამერიკასთან კოორდინირებული სამუშაოები გრძელდება. აქარმა ბოლოს ისიც აღნიშნა, რომ იდლიბის რეგიონში რუსეთთან და ირანთან კოორდინირებულად ჩამოყალიბებულმა 12-მა სადამკვირვებლო პუნქტებმა რეგიონში მნიშვნელოვანწილად მშვიდობის დასადგურებას შეუწყო ხელი.



მსგავსი ინფორმაციები