მარგველაშვილმა ერდოღანს გამარჯვება მიულოცა

მსოფლიო ლიდერები ერდოღანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ

999376
მარგველაშვილმა ერდოღანს გამარჯვება მიულოცა

გუშინ თურქეთში გამართულ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ რეჯეფ თაიფ ერდოღანს მსოფლიო ლიდერები გამარჯვებას ულოცავენ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ერდოღანს მისალოცი მესიჯი გამოუგზავნა, რომელშიც იგი, ერდოღანს გამარჯვებას ულოცავს და თურქეთს სოციალურ, ეკონომიკურ და სხვა ყველა სფეროში წარმატებებს უსურვეს.

ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი პრეზიდენტის ინტერნეტგვერდზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია: „საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას გილოცავთ ბედნიერებას და წარმატებებს გისურვებთ“.

ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო სოციალურ ქსელის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს: „ვენესუელელების ძმა და მეგობარ,  რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ვულოცავ“.

გუშინდელ არჩევნებში ერდოღანს გამარჯვება ასევე კოსოვოს პრეზიდენტმა, ბაჰრეინის მეფემ, ბელარუსიის პრეზიდენტმა, სომალის პრეზიდენტმა, ბულგარეთის პრემიერმა, უკრაინის პრეზიდენტმა, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის, კენიის და საქართველოს პრეზიდენტებმაც მიულოცეს გამარჯვება.

თურქეთის პრეზიდენტს გამარჯვება მსოფლიო მუსლიმ მეცნიერთა ასოციაციის გენერალურმა მდივან, ალი ქარადაღმა და ასოციაციის პრეზიდენტმა იუსუფ ელ-ყარდავიმ, სირიულმა ორგანიზაცია „მუსლიმანმა ძმებმა“, სირიის ოპოზიციურმა პარტიამ,  ევროკავშირმა, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და სხვა ქვეყნების წარმომდგენლებმაც მიულოცეს.



მსგავსი ინფორმაციები