ლიდერებმა არჩევანი გააკეთეს
ილდირიმი საკუთარ სავარძელს აუქციონზე გაიტანს
![ლიდერებმა არჩევანი გააკეთეს](http://cdn.trt.net.tr/images/xlarge/rectangle/0cda/2c9d/c34d/5b2f6d9083f34.jpg?time=1737620746)
თურქეთში მიმდინარე საპრეზიდენტო და 27-ე საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიის ლიდერებმა და სხვა ბიუროკრატებმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს. პარლამენტის თავჯდომარემ ისმაილ ქაჰრამანმა საკუთარი არჩევანი, ანკარაში ჩანქაიას დაწყებით სკოლაში გააკეთა. პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა კი არჩევნებში ხმა იზმირში მისცა. ხმის მიცემის პროცედურის შემდეგ პრესისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: „ეს არჩევნები ჩვენი ხალხისა და ქვეყნისთვის სასიკეთოდ ქცეულიყოს. თურქეთი მნიშვნელოვან წინსვლას განიცდის და კვლავ განაგრძობს თავის გზას. ჩემი სავარძელი კი მე დამრჩება. მას აუქციონზე გავიტან“. რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP) ლიდერმა ქემალ ქილიჩთაროღლუმაც საკუთარი არჩევანი, ანკარაში გააკეთა რის შემდეგაც დასძინა, რომ არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP) საპრეზიდენტო კანდიდატმა მუჰარემ ინჯემ კი ხმა იალოვაში მისცა და ისურვა რომ დღევანდელი არჩევნები ქვეყნის მომავლისთვის სასიკეთო იქნება. კარგი პარტიის (İYİ PARTİ) პრეზიდენტობის კანდიდატმა მერალ აქშენერმა საკუთარი არჩევანი სტამბოლში გააკეთა და მანაც ისურვა, რომ დღევანდელი არჩევნები ქვეყნისათვის სასიკეთო იყოს. ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის (MHP) ლიდერმა დევლეთ ბახჩელიმ დღევანდელ არჩევნებში ხმა დედაქალაქ, ანკარაში მისცა რის შემდეგაც დასძინა, რომ მან არჩევანი მშვიდობასა და სტაბილურობაზე გააკეთა.