თურქეთი ამერიკას შესაბამისად პასუხობს

გადაწყვეტილება დღეიდან შევიდა ძალაში

996933
თურქეთი ამერიკას შესაბამისად პასუხობს

თურქეთის ეკონომიკის მინისტრმა ნიჰათ ზეიბექჩიმ განაცხადა, რომ აშშ-ს მხრიდან თურქული წარმომავლობის პროდუქტებზე დაწესებული დამატებითი გადასახადების დაწესებას,  ანკარაც შესაბამისად პასუხობს. აშშ-მ მიმდინარე წლის 23 მარტიდან   ფოლადზე 25%-ი, ხოლო  ალუმინზე 10%-ის ოდენობის დამატებითი  გადასახადები დააწესა. თურქეთმა კი ამერიკას შესთავაზა,   რომ ამ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში თურქეთი არ ჩაერთო მაგრამ, ვაშინგტონმა ეს არ გაითვალისწინა რის საპასუხოდან ანკარამ ამერიკული წარმოების პროდუქტებზე შესაბამისი ოდენობის დამატებითი გადასახადები შემოიღო. შესაბამისი გადაწყვეტილება  დღეიდან შევიდა ძალაში და ამ გადაწყვეტილებით  თურქეთი 1,1 მილიარდი დოლარის მოცულობის ამერიკული საქონლის იმპორტს 266,5 მილიონი დოლარით დაბეგრავს.



მსგავსი ინფორმაციები