საზღვარგარეთის ქვეყნებში არჩევნებში მონაწილეთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

საზღვარგარეთის ქვეყნებში არჩევნებში მონაწილეთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

995841
საზღვარგარეთის ქვეყნებში არჩევნებში მონაწილეთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

თურქეთში მიმდინარე წლის 24 ივნისისთვის დანიშნული ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში საზღვარგარეთ მცხოვრებ თურქების ხმის მიცემის პროცედურები გუშინ დასრულდა. თურქეთის საზღვარგარეთის წარმომადგენლობებში ხმის მიცემის პროცედურების დასრულების შემდეგ,  თურქეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც არჩევნებში 1 მილიონ 486 ათას 408 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საზღვარგარეთის წარმომადგენლობებში და სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე ხმის მიმცემთა აქტიურობა 48,78%-ით დაფიქსირდა. 24 ივნისის არჩევნებში საზღვარგარეთ მცხოვრე თურქებს  60 ქვეყნის 123 წარმომადგენლობაში შეეძლოთ  ხმის მიცემა. 2012 წელს თურქეთის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით,  საზღვარგარეთ მცხოვრებ თურქებს პირველად 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიეცათ ხმის მიცემის უფლება. 24 ივნისის არჩევნებში საზღვარგარეთის წარმომადგენლობებში ყველაზე მეტი აქტიურობა ბელგიასა და შვეიცარიაში დაფიქსირდა. საზღვარგარეთის ქვეყნებში მიცემული ხმების ბიულეტენები თურქეთში თვითმფრინავით ან კიდევ დიპლომატიური კურიერით იქნება ჩამოტანილი. საზღვარგარეთის ქვეყნების ხმები 24 ივნისს თურქეთში ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ დაითვლება.



მსგავსი ინფორმაციები