ერდოღანი მაკრონს ესაუბრა

მათ სირიის საკითხიც განიხილეს

993441
ერდოღანი მაკრონს ესაუბრა

 

პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოღანი, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ტელეფონით ესაუბრა.

საპრეზიდენტო წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მათ განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონალური საკითხები. ორი ქვეყნის ლიდერებმა, დიდი მნიშვნელობა მისცეს თურქეთსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობების განვითარებას და ამჟამად არსებული დიალოგის შენარჩუნება-გაგრძელებას.

ორი ქვეყნის ლიდერმა სირიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, ტერორიზმთან ბრძოლა, ლტოლვილთა პრობლემები და სხვა რეგიონალური საკითხებიც განიხილეს.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა ერდოღანმა აშშ-თან სირიის ქალაქ მანბიჯთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებაზე და მის ფარგლებში გათვალისწინებულ ურთიერთანამშრომლობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

ერდოღანი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ არჩევნების შემდეგაც გააგრძელონ ახლო ურთიერთობები



მსგავსი ინფორმაციები