ილდირიმმა ანტიტერორისტული ბრძოლა შეაფასა

“ჩვენი არმია კანდილისკენ მიიწევს“

990689
ილდირიმმა ანტიტერორისტული ბრძოლა შეაფასა

 

პრემიერ-მინისტრმა ბინინა ილდირიმმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ერაყის კანდილის მაღალმთიანეთში თავშეფარებული ქურთული სეპარატისტული ტერ ორგანიზაციის, PKK-ას წინააღმდეგ ოპერაციები კატეგორიულობით  გაგრძელდება.

ერთ ერთი სატელევიზიო არხის პოლიტიკურ პროგრამაში მონაწილე პრემიერმა  კითხვებზე პასუხის გაცემისას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაც შეაფასა თქვა, რომ თურქეთს არავის მიწაზე თვალი არ უჭირავს.

"ჩვენი მიზანია ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ გავანადგუროთ ისეთი ტერ ორგანიზაციები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან თურქეთისა და მისი მოსახლეობის უსაფრთხოებას. ამჟამად ჩვენი არმია ცხელ კვალზე წინ მიიწევს ჩრდილოეთ ერაყში მდებარე კანდილისკენ, სადაც ტერორისტთა მთავარი შტაბია განლაგებული და მას მიწასთან გავასწორებთ, ხოლო ამის პარალელურად თუ რაიმე საფრთხე წამოვა სირიაში გამავალი მდინარე ევფრატის აღმოსავლეთ მხრიდან, ე.ი. აქაური ქურთების მხრიდან, მაშინ, ვინმეს დაუკითხავად ამ რეგიონსაც დავარტყამთ“, აღნიშნა ილდირიმმა



მსგავსი ინფორმაციები