ქალინი: „დასავლეთი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ორმაგ სტანდარტს იყენებს“

ქალინმა ამის შესახებ გაზეთ, Haber Türk-ისთის მიცემული ინტერვიუს დროს განაცხადა

989788
ქალინი: „დასავლეთი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ორმაგ სტანდარტს იყენებს“

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმ განაცხადა, რომ დასავლეთი იმ ტერ ორგანიზაციებს, რომლებიც მათ წინაშე არ გამოდიან, იფარავს. ქალინმა ამის შესახებ გაზეთ,  Haber Türk-ისთის მიცემული ინტერვიუს დროს განაცხადა. „დასავლეთი თურქეთის სენსიტიურობას არ ითვალისწინებს.  იმ შემთხვევაში, როცა ტერორიზმთან დაკავშირებით რაიმე სახის პრობლემა შეექმნებათ, მაშინვე შესაბამის კანონებს იღებენ, ან კიდევ ცვლიან. მაგრამ,  თურქეთის შემთხვევაში ჩვენ, ავტორიტარული პოლიტიკით გვადანაშაულებენ.  თურქეთი PKK, DEAŞ,  FETÖ-ს და სხვა ტერ ორგანიზაციების წინააღმდეგ იბრძვის რა, დასავლეთიდან ამ საკითხში დახმარებას ითხოვდა მაგრამ,  დასავლეთი  მათ მფარველობს. დასავლური ქვეყნები ტერორიზმის საკითხში ორმაგ სტანდარტის პოლიტიკას ატარებენ. რადგან PKK და  FETÖ ამჟამად მათ წინაშე არ გამოდიან“, განაცხადა ქალინმა. პრეზიდენტის პრესსპიკერმა ინტერვიუს დროს ისიც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თურქეთი ტერორიზმის წინააღმდეგ როგორც ქვეყნის შიგნით ასევე საზღვრებს მიღმა სირიასა და ერაყში ბრძოლას განაგრძობს რა, ასე იქნება მომავალშიც. მან ბოლოს იმასაც გაუსვა ხაზი, რომ სირიის აფრინის რეგიონში ჩატარებული „ზეთისხილის რტო“-ს  ოპერაციის შემდეგ ადგილობრივების იქ დასაბრუნებლად შესაბამისი სამუშაოები გრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები