პრეზიდენტმა გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

986566
პრეზიდენტმა გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

პრეზიდენტის განცხადებაში ნათქვამია: „ მდგრადი განვითარების პოლიტიკის განსაზღვრის დროს ბუნების დაცვა, გეგმიური ურბანიზაცია, ხეების დარგვის კამპანია და გარემოს დაბინძურების აღკვეთის პროექტების გათვალისწინება დიდი მნიშვნელობის მატარებელია... მომავალში შიმშილისა და სიღარიბის დონის მინიმუმამდე შემცირებისათვის, მომავალი თაობების უფრო მწვანე სამყაროში მშვიდობიანად ცხოვრებისთვის, ყველა ცოცხალი არსების საერთო სიმდიდრის ბუნების დაცვისათვის ნაბიჯების გადადგმა შესაძლებელი იქნება. მომავლისთვის, სადაც ბიოლოგიური მრავალფეროვნება დაცული, ბუნებრივი რესურსების მდგრადი განვითარების მიდგომით მართვა, ეკოლოგიურად სუფთა, გეგმიური ურბანიზაცია და გარემოს დაბინძურების  აღკვეთა მოხდება, უპირველეს ყოვლისა უნდა გაიზარდოს გარემოს დაცვის საკითხზე სენსიტიურობა და ცნობიერების ამაღლება.“  

ერდოღანმა განცხადებაში იმედი გამოთქვა, რომ გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე ამ საკითხში არსებულ პრობლემებზე საზოგადოების ცნობიერების გაზრდას ხელს შეუწყობს და ყველას მოუწოდა რომ იყოს მგრძნობიარე რათა მომავლ თაობებს უფრო მეტად მწვანე სამყარო დავუტოვოთ.



მსგავსი ინფორმაციები