ჩავუშოღლუმ პომპეოსთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა
“ქურთული ტერ ორგანიზაციები მენბიჩს დასტოვებენ“

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ ვაშინგტონში განხორციელებულ ვიზიტთან დაკავშირებით პრეს კონფერენცია გამართა და თქვა, რომ ამერიკელ კოლეგა, მაიკ პომპეოსთან შეხვედრის დროს სირიის კრიზისი და მის ფარგლებში მენბიჩის საგზაო რუკა და ასევე სხვა რეგიონალური საკითხები განიხილეს.
მისივე თქმით, აშშ-თან უპირველეს ყოვლისა ქურთული სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია PKK/PYD-YPG-ს სირიის მენბიჩის რეგიონიდან გაყვანის საგზაო რუკას მოამზადებენ, შემდეგ კი მის კვალობაზე ხსენებული ტერ ორგანიზაციების რეგიონიდან გაყვანის პროცესი დაიწყება რა, ალბათ იგი 6 თვემდე გასტანს.
“ქურთი ტერორისტები რომ ოკუპირებულ მენბიჩის ტერიტორიას დასტოვებდნენ, ამის შესახებ ჯერ კიდევ ბარაკ ობამა შეგვპირდა, მაგრამ, ამ გზაზე დღემდე რაიმე დადებითი ნაბიჯი არ გადადგმულა, ე.ი. ამერიკას თურქეთისათვის მიცემული პირობა არ შეუსრულებია“, განაცხადა ჩავუშოღლუმ და დაამატა, რომ ვაშინგტონი ფეტულაჰის ტერ ორგანიზაცია FETÖ-ს ლიდერის, ფეტულაჰ გულენის ექსტრადაციის საკითხზე ფედერალური გამოძიების ბიურო სერიოზულ მოკვლევას ატარებს
მსგავსი ინფორმაციები

ქაჰრამანმარაშში მომხდარი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50 ათას 96-მდე გაიზარდა
ქაჰრამანმარაშში მომხდარი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50 ათას 96-მდე გაიზარდა

შანლიურფასა და ადიამანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა
შანლიურფასა და ადიამანში 15 მარტს მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა