თურქეთმა პირველი საბურღი გემი „ფათიჰი“ ხმელთაშუაზღვაში გაუშვა

თურქეთმა პირველი საბურღი გემი „ფათიჰი“ ხმელთაშუაზღვაში გაუშვა

983267
თურქეთმა პირველი საბურღი გემი „ფათიჰი“ ხმელთაშუაზღვაში გაუშვა

თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ბერათ ალბაირაქმა განაცხადა, რომ თურქეთის პირველ საბურღ გემს „ფათიჰი“ უწოდეს. მან ამის შესახებ საბურღი გემის ხმელთაშუაზღვაში ღრმა ჭაბურღილის გასაჭრელად გაშვების ცერემონიალზე, რომელიც სტამბოლში დილოვას პორტში გაიმართა, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრის თქმით პირველი საბურღი სამუშაოები ანტალიის მახლობლად 2600 მეტრ სიღრმეში მიმდინარე წელს უნდა დაიწყონ რა, ნავთობის საძიებო  სამუშაოების შავ ზღვაში დაწყებასაც გეგმავენ. ალბაირაქმა სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ შავი ზღვისთვის საბურღი სამუშაოები დასაწყებად შესაძენ გემს თურქული ნავთობ კომპანია TPAO უხელმძღვანელებს.



მსგავსი ინფორმაციები