ჩავუშოღლუმ აშშ-ს პოლიტიკა გააკრიტიკა

ჩავუშოღლუ 4 ივნისს აშშ-ში ვიზიტით მიემგზავრება

982782
ჩავუშოღლუმ აშშ-ს პოლიტიკა გააკრიტიკა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ანტალიაში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და აშშ-ის სირიაში სეპარატისტულ ტერ ორგანიზაცია,   PKK-სთან ერთად მუშაობა სავალალო შეცდომად შეაფასა. მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს 4 ივნისს აშშ-ში განსახორციელებელი ვიზიტიც გაიხსენა და დაამატა: „აშშ-სთან ტერ ორგანიზაცია PKK-ს სირიის ფრთა YPG-ს ჩვენი ქვეყნის საზღვრის გასწვრივ ტერიტორიებიდან გასაწმენდად დიდი ხანია ვმუშაობთ. სინამდვილეში ამ პრობლემის მიზეზი ჩვენ არ ვართ, არამედ ჩვენი მოკავშირე ამერიკა. მათ სირიაში ტერ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა ირჩიეს. ეს კი სავალალო შეცდომა გახლდათ. ახლა კი ვცდილობთ,  აშშ ამ შეცდომიდან მოვაბრუნოთ. ვინაიდან ქვეყანა, რომელიც აცხადებს, რომ ტერ ორგანიზაციის წინააღმდეგ იბრძვის და ასეთ ტერ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს, არასწორი პოლიტიკაა. როგორც ამერიკას ასევე სხვა ქვეყნებს ჩვენი, როგორც ძლიერი მოკავშირის დაკარგვა ტერ ორგანიზაციის სანაცვლოდ არ ენდომება. ვინაიდან თურქეთი  სიტყვის შემსრულებელი ქვეყანაა. ჩვენ ასვე, ნატოში მეორე ყველაზე ძლიერი არმიის მფლობელი ქვეყანა ვართ. ასევე რეგიონის მშვიდობასა და სტაბილურობაშიც მნიშვნელოვანი როლი გვაკისრია. ასე, რომ ასეთი სიძლიერის მოკავშირის დაკარგვას არავინ ისურვებს. თურქეთს პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრაც შეუძლია რადგან ის ძველი თურქეთი აღარ არის“.



მსგავსი ინფორმაციები