საგარეო საქმეთა მინისტრმა აქტუალური საკითხები შეაფასა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ აქტუალური საკითხები შეაფასა

982302
საგარეო საქმეთა მინისტრმა აქტუალური საკითხები შეაფასა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ აქტუალური საკითხები შეაფასა. მისი თქმით, იგი 4 ივნისს აშშ-ს საგარეო საქმეთა მინიტრს მაიკ პომპეოს ვაშინგტონში შეხვდება.

ჩავუშოღლუ შეეხო აშშ-ს მიერ სირიის მენბიჯის რეგიონში სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს განშტოება PYD-YPG-ს წევრი ტერორისტების განლაგების შემდეგ თურქეთსა და აშშ-ს შორის შექმნილი პრობლემის მოგვარების პროცესს და დასძინა, რომ მოლაპარაკებებზე რეგიონში ტერორისტული ელემენტების ბედის საკითზე კონკრეტულ სამოქმედო გეგმას მიიღებენ.

მან მიანიშნა, რომ აშშ-მა, დეაშ-თან ბრძოლის შემდეგ მისი მხარდაჭერილი PKK/PYD-YPG-ს წევრების მიერ რეგიონის დატოვების თაობაზე დადებული პირობის არ შესრულების შემთხვევაში თურქეთმა აქ შესაძლოა ოპერაცია ჩაატაროს და დაამატა: „მენბიჯის საკითხს იქედან გავაგრძელებთ, სადაც გავჩერდით... აშშ-ს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი რექს ტილერსონი თანამდებობიდან რომ არ წასულიყო, მენბიჯითან დაკავშირებით მომზადებული სამოქმედო გეგმა დამტკიცდებოდა.. ამ სამოქმედო გეგმაში კონკრეტული ნაბიჯები არის და კონკრეტულ კალენდარზეა დამოკიდებული.  YPG-ს მენბიჯიდან გაიყვანენ, თურქეთი და აშშ ერთად გადაწყვეტენ YPG-ს მაგიერ მმართველობაში ვინ იქნება. YPG-ს გასვლას ჩვენ გავაკონტროლებთ. ჩვენი კრიტერიუმი მენბიჯის დემოგრაფიული სტრუქტურაა.“

მენბიჯიდან ტერორისტების გაყვანის თაობაზე მიღწეული შეთანხმების სამოქმედო გეგმა ჩავუშოღლუსა და პომპეოს მიერ დამტკიცების შემთხვევაში შევა ძალაში.

პირველ ეტაპზე რეგიონში უსაფრთხოებას თურქეთი უზრუნველყოფს. თუ მენბიჯი წარმატებული იქნება, ეს მოდელი სირიის ჩრდილოეთშიც გავრცელდება.

შეკითხვაზე, აშშ-დან შესაძენ F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებთან დაკავშირებით არსებობს თუ არა პრობლემები, ჩავუშოღლუმ განაცხადა: „პირადად მე არ ვღელავ, რადგან ეს შეთანხმებაა.  მასშტაბური შეთანხმება, რომლის საფასურიც გადახდილია. მასში შედის ნაწილების ერთობლივი წარმოებაც. დღემდე ჩვენ საფასურს დაგვიანების გარეშე ვიხდით. ეს შეთანხმება რუსეთისგან შესაძენ S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემაზე ან თურქეთის სხვა რომელიმე შეთანხმებაზე დამოკიდებული არ არის. ეს არ არის ისეთი შეთანხმება სადაც რომელიმე მხარემ შეიძლება თქვას „მე მომწყინდა და აღარ ვთამაშობ“, მას იურიდიული პასუხისმგებლობები აქვს.   

კითხვაზე, რა იქნება თუ შეთანხმება ჩაიშლება, თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ იურიდიული პროცესი დაიწყება და ისინი საჭიროებას აუცილებლად დააკმაყოფილებენ. 

თურქმა მინისტრმა განაცხადა, რომ F-35 საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას აშშ-ს ხელისუფლება მიიღებს და კონგრესმა ეს მოქნილობა უზრუნველყო.



მსგავსი ინფორმაციები