ერდოღანი: "FETÖ/PDY წინააღმდეგ ბრძოლა მტკიცედ გაგრძელდება“
ერდოღანი: "FETÖ/PDY წინააღმდეგ ბრძოლა მტკიცედ გაგრძელდება“

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გუშინ საღამოს, სტამბოლში პოლიციის სამმართველოს წარმომადგენლების მიერ გამართულ იფთარს დაესწრო. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია პარალელური სახელმწიფო სტრუქტურის (FETÖ/PDY) წინააღმდეგ ბრძოლა მტკიცედ გაგრძელდება. მისივე თქმით ჯერ კიდევ პოლიციის სტრუქტურაში საიდუმლო კომუნიკაციების გამომყენებელი პირები არსებობენ, რომელთა გამოსავლენად დეტალური სამუშაოები გრძელდება. „ამ პროცესში, ყველაფერი კეთდება იმისათვის რომ კანონს და სამართლიანობას არ გადავუხვიოთ. შეიძლება გარკვეული ხარვეზები იყო, მაგრამ მისი აღმოფხვრაც შევძელით. მინდა გჯეროდეთ, რომ მიზანმიმართულად არავისი დაზარალება არ მომხდარა. უნდა ავღნიშნო, რომ მსოფლიოს არცერთ სახელმწიფოს ყველა ორგანოში მწვდომი ასეთი ორგანიზაცია არ ჰყოლია, მაგრამ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ სასამართლო პროცესი გამჭვირვალე ყოფილიყო. ასევე მინდა ავღნიშნო, რომ მსოფლიოში ჩვენი ერის მსგავსი ერი არ მეგულება, რომელმაც ასეთი ძლიერი ტრამვა გადალახა. 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის დროს დაღუპულების სისხლის დასაცავად ტერ ორგანიზაცია FETÖ/PDY-ს წინააღმდეგ ბრძოლა მტკიცედ უნდა გაგრძელდეს“, განაცხადა ერდოღანმა.
მსგავსი ინფორმაციები

ფაჰრეთინ ალთუნი "TRT World Forum 2023"-ის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა
ფაჰრეთინ ალთუნი "TRT World Forum 2023"-ის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას დეზინფორმაციას შეეხო