ერდოღანი ტელეფონით დაუკავშირდა სადრის

იგი ერაყში ახალ კაბინეტს შექმნის

979307
ერდოღანი ტელეფონით დაუკავშირდა სადრის

 

პრეზიდენტის პრეს სამსახურის ცნობით, რ.თ. ერდოღანი წუხელ ტელეფონით დაუკავშირდა ერაყის 12 მაისის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გასულ “საირუნის“ ბლოკის ლიდერ მუქტედა ელ სადრის და მიულოცა რა ეს გამარჯვება, ერაყისათვის და მისი ხალხისათვის კეთილი სურვილები გამოთქვა, ხოლო ამის პარალელურად წარმატებები უსურვა ახალი კაბინეტის შექმნაში

პრეზიდენტმა ერდოღანმა ქალაქ ქირქუქში მომხდარ მასიურ დარღვევებზე და სიყალბეებზე მიუთითა რა სადრის, მასში კომპაქტურად მცხოვრები თურქმენების დაზარალებაზე გაამახვილა ყურადღება და მისგან ამ მდგომარეობის გამოსწორება მოითხოვა, რაზედაც სადრიმ უპასუხა, რომ ყველაფერს გააკეთებენ დაფიქსირებული დარღვევების გამოსწორებისთვის

 მუქტედა სადრმა ასევე განაცხადა, რომ ერაყში ყველა ეთნიკური თუ რელიგიური დაჯგუფების, მათ შორის თურქმენების  უფლებებსაც სამართლიანობის ფარგლებში დაიცავენ.


თურქმა პრეზიდენტმა ბოლოს იმედი გამოთქვა, რომ "საირუნის" ბლოკის მიერ შექმნილ ახალ მთავრობასთან ანკარა ურთიერთობებს კიდევ უფრო განავითარებს, აღნიშნულია პრეზიდენტის პრეს სამსახურის განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები