თურქეთმა საბერძნეთის გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკა

თურქეთმა საბერძნეთის გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკა

978021
თურქეთმა საბერძნეთის გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკა
omer celik.jpg

თურქეთმა, საბერძნეთის მხრიდან 2016 წლის 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მონაწილე ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია, FETÖ-ს წევრი სამხედროებისთვის თავშესაფრის მინიჭება მკაცრად გააკრიტიკა. საკითხთან დაკავშირებით ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას აკეთებს, რომელშიც ნათქვამია: „ამრიგად საერთაშორისო საზოგადოებისთვის ნათელი გახდა, რომ საბერძნეთი გადატრიალების მცდელობაში მონაწილეების მფარველი ქვეყანაა. თურქი ხალხისათვის შემაძრწუნებელ ამ გადაწყვეტილებას მკაცრად ვგმობთ. ვიმედოვნებთ, რომ საბერძნეთის სასამართლო სამომავლოდ მსგავს შეცდომებს აღარ დაუშვებს“. მეორეს მხრივ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება,  თურქეთის სახელმწიფო მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხებში,   ომერ ჩელიქმაც სოციალურ ქსელ,  Twitter-ის მეშვეობით გაავრცელა, რომელშიც იგი აცხადებს: „საბერძნეთის  სახელმწიფო საბჭომ 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ საბერძნეთში  ვერტმფრენით გაქცეულ სამხედროების მიმართ  თავშესაფრის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილება ერთი რომელიმე ქვეყნისთვის შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე სამარცხვინო ფაქტია. ევროკავშირის წევრი ქვეყანა,  საბერძნეთის სამართალი,  თურქეთში დემოკრატიის გადატრიალების გზით შეცვლის მსურველების დამცავი გახდა. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ისინი თურქეთის მტრების გვერდით დგომას აგრძელებენ“.



მსგავსი ინფორმაციები