პრეზიდენტმა ერდოღანმა მადუროს პრეზიდენტად კიდევ ერთი ვადით არჩევა მიულოცა
პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა ვენესუელას სახელმწიფოს მეთაურს, ნიკოლას მადუროს, პრეზიდენტად კიდევ ერთი ვადით არჩევა მიულოცა
976911

პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა ვენესუელას სახელმწიფოს მეთაურს, ნიკოლას მადუროს, პრეზიდენტად კიდევ ერთი ვადით არჩევა მიულოცა.
პრეზიდენტის პრესცენტრის ინფორმაციით, ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
ერდოღანმა საბრის დროს ვენესუელაში 20 მაისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გამარჯვებულ მადუროს თანამდებობაზე კიდევ ერთხელ არჩევა მიულოცა.
მადურომ ერდოღანს მადლობა გადაუხადა და რამაზანის დაწყება მიულოცა.
ლიდერებმა საუბრის დროს განაცხადეს, რომ მათი სურვილია თურქეთსა და ვენესუელას შორის ურთიერთობების ყველა სფეროში კიდევ უფრო გაფართოება.
მსგავსი ინფორმაციები

პრეზიდენტი ერდოღანი ქაჰრამანმარაშში იფთრის პროგრამას დაესწრო
პრეზიდენტი ერდოღანი ქაჰრამანმარაშში იფთრის პროგრამას დაესწრო