ერდოღანი: „იერუსალიმს ისრაელის ამარად არასოდეს დავტოვებთ“

ერდოღანი: „იერუსალიმს ისრაელის ამარად არასოდეს დავტოვებთ“

976186
ერდოღანი: „იერუსალიმს ისრაელის ამარად არასოდეს დავტოვებთ“

თურქეთის პრეზიდენტ,  რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ საღამოს,  სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) ცენტრალურ ოფისში თურქეთში მოღვაწე უცხო ქვეყნების ელჩებთან გამართული ტრადიციული იფთრის (მარხვის ვახშამი) დროს სიტყვით გამოსვლისას პალესტინის საკითხზე გაამახვილა ყურადღება. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ-ს მხრიდან საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის დღეს,  საპროტესტო აქციის მომწყობი პალესტინელების მიმართ ისრაელის სამხედროების მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად 60-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, 3000-ზე მეტი კი დაშავდა.  „ისრაელის მთავრობის მიერ „ტერორისტად“ აღიარებულ და მოკლულ  პალესტინელებს შორის 8 თვის ბავშვი, ქალები, ახალგაზრდები და ინვალიდთა ეტლზე მჯდომი ადამიანებიც არიან. აშშ-ს მთავრობას ბოლოს გადადგმული პროვოკაციული ნაბიჯით, ისრაელით მიერ განხორციელებული მასიური მკვლელობაში წვლილი მასაც მიუძღვის. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ აშშ-მ ხელი პალესტინელი ბავშვების სისხლში გაისვარა. ამიტომ, ამის შემდეგ აშშ-ს მთავრობის მხრიდან ადამიანის უფლებების, თავისუფლების, მშვიდობის და მსგავსი საკითხების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს არანაირი ღირებულება აღარ ექნება. თურქეთმა ისლამური თანამშრომლობის როტაციული თავჯდომარის სახით,  აშშ-ს გადაწყვეტილების მიმართ პოზიცია ღიად დააფიქსირა. თურქეთი ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით დაშავებული პალესტინელების თურქეთში სამკურნალოდ ჩამოყვანას აგრძელებს და ასევე ადგილზე დარჩენილებსაც შესაბამის დახმარებას უწევს. გასული კვირის პარასკევ დღეს,  სტამბოლში საგანგებოდ შეკრებილმა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ პალესტინის სუვერენულ სახელმწიფოდ აღიარების გადაწყვეტილება მიიღო. ასევე ორგანიზაციამ საელჩოების თელ-ავივიდან იერუსალიმში გადამტანი ქვეყნების მიმართ შესაბამისი ზომების მიღების გადაწყვეტილებაც მიიღო. მუსლიმანები წმინდა იერუსალიმის უფლებებს არ დათმობენ. იქ ჩვენი პირველი ყიბლე,  მესჯიდი ალ-აქსა მდებარეობს, ამიტომ იერუსალიმის წლების განმავლობაში სისხლის მღვრელი ქვეყნის (ისრაელი) ამარად დატოვებას არ ვაპირებთ“, განაცხადა ერდოღანმა.  



მსგავსი ინფორმაციები