ერდოღანი სარაევოში ჩავიდა

მან იზზეტბეკოვიჩთან ერთად პრეს კონფერენცია გამართა

975093
ერდოღანი სარაევოში ჩავიდა

 

ბოსნია-ჰერცოგოვინას დედაქალაქ სარაევოში სამუშაო ვიზიტით ჩასულ თურქ პრეზიდენტ რ.თ. ერდოღანს ოფიციალური მიღება მოუწყო ბოსნია ჰერცოგოვინას პრეზიდენტთა საბჭოს როტაციულმა თავჯდომარემ ბაქირ იზზეტბეკოვიჩმა, რის დასრულების შემდეგ დელეგაციათა შორისო შეხვედრა გაიმართა, ხოლო მის კვალდაკვალ ორმა ლიდერმა ერთობლივი პრეს კონფერენცია მოაწყვეს.

თურქი პრეზიდენტი მასზე შეეხო რა გავრცელებულ სადაზვერვო ინფორმაციებს, თითქოსდა ბალკანეთში ვიზიტისას მასზე თავდასხმას მოაწყობენ აქ მცხოვრები თურქები, თქვა, რომ ამის შესახებ დაზვერვამ მასაც აცნობა და სწორედ ამიტომ ეწვია სარაევოს. “ასეთი ინფორმაციებით და მუქარებით მე ვერ დამაშინებენ, ჩვენ ვერ გადაგვახვევინებენ არჩეული გზიდან. ამ მუქარის გამო მე რომ არ ჩამოვსულიყავი აქ და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან სარაევოში ჩემთან შეხვედრისათვის ჩამოსულ ხალხს რომ შევხვედროდი, ეს არ იქნებოდა სწორი, შიშში ჩამეთვლებოდა“, განაცხადა ერდოღანმა.

იგი შეეხო ფეტულლაჰის ტერ ორგანიზაცია FETÖ-ს წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლასაც და ხაზი გაუსვა, რომ ამ ორგანიზაციას მრავალფეხასავით ყველგან აქვს გადგმული ფესვები და აქტიური თანამშრომლობით მას ყველგან გაახმობენ.

ბოსნია-ჰერცოგოვინასთან ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებზე საუბრისას თურქმა პრეზიდენტმა თქვა, რომ უახლოეს ხანებში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვას 1 მილიარდ დოლარამდე აიყვანენ.

ერდოღანი დღესვე მონაწილეობას მიიღებს და სიტყვით გამოვა სარაევოში დაგეგმილ თურქული დემოკრატიული გაერთიანების მე-6 ყრილობაზე, საიდანაც იგი სარაევოს საერთაშორისო უნივერსიტეტში გადავა და მას აქ საპატიო დოქტორის წოდებას მიანიჭებენ

 



მსგავსი ინფორმაციები