ერდოღანი სარაევოს ეწვევა

ვიზიტი ერთ დღიანი იქნება

974806
ერდოღანი სარაევოს ეწვევა

 

თურქეთის პრეზიდენტის პრეს სამსახურის ცნობით, რ.თ. ერდოღანი დღეს ერთ დღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვევა ბოსნია-ჰერცოგოვინას და ამ ქვეყნის დედაქალაქ სარაევოს საერთაშორისო აეროპორტში მას ოფიციალურ დახვედრას მოუწყობს ბოსნია ჰერცოგოვინას პრეზიდენტთა საბჭოს როტაციული თავჯდომარე ბაქირ იზზეტბეკოვიჩი.

აეროპორტიდან ისინი საპრეზიდენტო სასახლეში გადავლენ და ჯერ მათი პირისპირი, შემდეგ კი დელეგაციათა შორისო შეხვედრა გაიმართება, რის დასრულების კვალდაკვალ იზზეტბეკოვიჩი და ერდოღანი ერთობლივ პრეს კონფერენციას მოაწყობენ.

თურქი პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს და სიტყვით გამოვა სარაევოში დაგეგმილ თურქული დემოკრატიული გაერთიანების მე-6 ყრილობაზე, საიდანაც იგი სარაევოს საერთაშორისო უნივერსიტეტში გადავა და მას აქ საპატიო დოქტორის წოდებას მიანიჭებენ



მსგავსი ინფორმაციები