ქალინმა გაზეთ Daily Sabah-სთვის დაწერილ სტატიაში პალესტინის პრობლემა შეაფასა

ქალინი: "პრობლემის მიგვარება ოკუპაციით მიუღებელია"

974677
ქალინმა გაზეთ Daily Sabah-სთვის დაწერილ სტატიაში პალესტინის პრობლემა შეაფასა

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის იბრაიმ ქალინმა  გაზეთ „Daily Sabah“-სთვის დაწერილ სტატიაში პალესტინის პრობლემა შეაფასა და აღნიშნა, რომ  საკითხის მოგვარება ოკუპაციით მიუღებელია.  იგი თავის სტატიაში ასევე აცხადებს, რომ მუსლიმანურმა, ევროპულმა, აფრიკულმა, აზიურმა და ლათინური ამერიკის ქვეყნებმა უნდა გაერთიანდნენ და პალესტინელების პრობლემას გვერდში ამოუდგნენ. „პალესტინის მთავარი პრობლემა, ოკუპაციაა. ოკუპაციის დაუსრულებლობის შემთხვევაში  მშვიდობაზე და სტაბილურობაზე საუბარი შეუძლებელია. აშშ-ს პრეზიდენტ, დონალდ ტრამპის და ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის  პოპულისტურ და უპასუხისმგებლო პოლიტიკით მშვიდობის დამყარებას დიდი ზიანი მიადგა. აშშ-ს მიერ საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანით, პრობლემის  მოგვარების ორსახელმწიფოებრივი ფორმატის იმედები  დაიკარგა. ასე, რომ პალესტინის კრიზისი მოგვარების საკითხში,  აშშ არასწორ პოლიტიკას ატარებს. პალესტინელებს აშშ-ს ამჟამინდელ მთავრობასთან მოლაპარაკებების წარმოება არ სურთ რა, მართლებიც არიან. მსოფლიოში არცერთ ქვეყანას გაეროს კანონმდებლობა იმდენჯერ არ დაურღვევია, რამდენჯერაც ისრაელს“, აცხადებს ქალინი თავის სტატიაში.  იგი გაზეთ „Daily Sabah“-სთვის დაწერილ სტატიაში ისრაელის პრემიერმინისტრის თურქეთის პრეზიდენტის მიმართ გაკეთებულ შეფასებებზეც ამახვილებს ყურადღებას  და აცხადებს: „ნეთანიაჰუ, ამდაგვარი განცხადებებით, პალესტინელების ნებისყოფას და ჩვენს მიერ  მათდამი გაწეულ დახმარებას ვერ შეცვლი. ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელის  ოკუპანტ ქვყანად ამღიარებელი ერთადერთი ქვეყნის ლიდერი ერდოღანია“. ქალინმა ბოლოს კიდევ ერთხელ მოუწოდა მსოფლიოს პალესტინის საკითხი მოაგვარონ.



მსგავსი ინფორმაციები