ერდოღან-ჰამდალლაჰ-უსეინის ერთობლივი პრესკონფერენცია

ერდოღანი: "ისრაელმა პალესტინელი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის აუცილებლად უნდა აგოს პასუხი"

974600
ერდოღან-ჰამდალლაჰ-უსეინის ერთობლივი პრესკონფერენცია
erdogan-hamdallah-useymin.jpg

აშშ-ს მიერ საელჩოს იერუსალიმში გადატანის საკითხთან დაკავშირებით, თურქეთის მოწვევით,  სტამბოლში საგანგებოდ შეკრებილი ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის დასრულების შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, პალესტინის პრემიერმინისტრ, რამი ალ-ჰამდალლამ და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალურმა მდივან, იუსუფ ბინ  აჰმედ ალ-უსეინიმ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

პრესკონფერენციაზე ერდოღანმა განაცხადა: „აშშ-ს მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებას არანაირი ღირებულება არ გააჩნია. მათი ასეთი ქმედება სამშვიდობო პროცესის საბოტაჟი და პროვოკაციაა. ამის შემდეგ რეგიონში მოსალოდნელი ყველა დაძაბულობის პასუხისმგებელი ამერიკაა. ისრაელმა პალესტინელი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის აუცილებლად უნდა აგოს პასუხი. ამისათვის კი საერთაშორისო საზოგადოებას შესაბამის ქმედებებისკენ მოვუწოდებთ.  იერუსალიმის  სტატუსის შეუცვლელობისთვის ყველა ზომის მიღებისთვის მზად ვართ. მარხვის (რამაზნი) თვის პერიოდში ყველა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყანა პალესტინელი ხალხისათვის საქველმოქმედო ღონისძიებებს გააგრძელებს“.

პრესკონფერენციაზე პალესტინის პრემიერმინისტრ, რამი ალ-ჰამდალლამ განაცხადა, რომ გაეროს გადაწყვეტილების მიუხედავად აშშ-ს მხრიდან საელჩოს იერუსალიმში გადატანა, შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი წაქეზებაა. მისივე თქმით ამერიკის აღნიშნული ქმედება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ნათლად უნდა დაიგმოს. მან ბოლოს პალესტინის და იერუსალიმის საკითხთან დაკავშირებით გაწეული ჯაფის გამო ერდოღანს მადლობა გადაუხადა.

პრესკონფერენციაზე ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალური მდივანი, იუსუფ ბინ  აჰმედ ალ-უსეინიც გამოვიდა სიტყვით და განაცხადა: „პალესტინის საკითხთან დაკავშირებით, როგორც არაბულ ასევე ორგანიზაციის სხვა ქვეყნებთან კავშირებს გავაგრძელებ და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ პალესტინელი ხალხის უფლებები დაცულ იქნას. საკითხი, რომლის კამათიც კი დაუშვებელია, პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბებაა, როლის დედაქალაქიც აღმოსავლეთ იერუსალიმია. აშშ-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არანაირი სამართლებრივი დასაყრდენი არ გააჩნია“.



მსგავსი ინფორმაციები