ერდოღან-გუტერეს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ერდოღან-გუტერეს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

974387
ერდოღან-გუტერეს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაეროს გენერალურ მდივან,  ანტონიო გუტერეს ტელეფონით ესაუბრა. პრეზიდენტის პრესცენტრიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სატელეფონო საუბრის დროს პალესტინაში და სირიაში განვითარებული მოვლენები იქნა განხილული. სატელეფონო საუბრის დროს ერდოღანმა განაცხადა, რომ აშშ-ს მიერ საელჩოს იერუსალიმში გადატანა, გაეროს გადაწყვეტილებებს ეწინააღმდეგება და საერთაშირისო მშვიდობას საფრთხეს უქმნის რა, ისრაელის მიერ ღაზის სექტორში ჩადენილი ძალადობრივი ქმედებები, საერთაშორისო არენაზე უფრო მკაცრად უნდა იქნეს დაგმობილი. ერდოღანმა სატელეფონო საუბრის დროს გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მხრიდან,  ისრაელის მიერ ღაზის სექტორში განხორციელებული მასიური მკვლელობის დამოუკიდებელი გამოძიების  ჩატარების გადაწყვეტილებაზეც გაამახვილა ყურადღება და დადებით ნაბიჯად შეაფასა. მან გუტერეს სტამბოლში ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის საგანგებო შეკრების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. სატელეფონო საუბრის დროს ანტონიო გუტერესმა პალესტინელების პრობლემის მოსაგვარებლად ერთობლივ მუშაობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და სირიის კრიზისთან დაკავშირებით როგორც ჟენევის ასევე ასტანის პროცესში,  თურქეთს შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა.



მსგავსი ინფორმაციები