ერდოღანი ბოსნია და ჰერცეგოვინაში მიდის

იგი ევროპელი თურქების დემოკრატიული კავშირის მეექვსე კონგრესზე დაესწრება

973234
ერდოღანი ბოსნია და ჰერცეგოვინაში მიდის

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ბოსნია და ჰერცოგოვინაში გასამართ, ევროპელი თურქების დემოკრატიული კავშირის მეექვსე კონგრესზე მონაწილეობის მისაღებად 20 მაისს ამ ქვეყანაში  მიდის. დედაქალაქ სარაევოში გასამართ კონგრესზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ  მრავალი თურქის დასწრებას ელოდებიან. აღნიშნულ კონგრესზე დასასწრებად სარაევოში ჩასვლის მსურველმა თურქებმა სასტუმროებში ადგილები უკვე დაჯავშნეს. ეს ასევე ქვეყნის ეკონომიკასაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. 20 მაისს გასამართ კონგრესზე გერმანიის და ავსტრიის ჩათვლით მრავალი ევროპული ქვეყნებიდან სარაევოში დაახლოებით 15 ათას თურქის ჩასვლას ელოდებიან.



მსგავსი ინფორმაციები