საგარეო უწყებამ ისრაელის გენერალურ კონსულს სამშობლოში დაბრუნება მოსთხოვა

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სტამბოლში ისრაელის გენერალურ კონსულს, იოსეფ ლევი სფარის, გარკვეული დროით სამშობლოში დაბრუნება სთხოვა

972089
საგარეო უწყებამ ისრაელის გენერალურ კონსულს სამშობლოში დაბრუნება მოსთხოვა

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სტამბოლში ისრაელის გენერალურ კონსულს, იოსეფ ლევი სფარის, გარკვეული დროით სამშობლოში დაბრუნება სთხოვა.

დიპლომატიური წყაროების ცნობით, გენერალურ კონსულს სფარის, ისრაელის მიერ პალესტინელებზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო გარკვეული დროით სამშობლოში დაბრუნება მოსთხოვეს.

საგარეო საქმეთა სამინსიტრომ გუშინ ისრაელის ელჩს ანკარაში, ეითან ნაეჰის, შეატყობინა, რომ კარგი იქნება მისი გარკვეული პერიოდით ისრაელში დაბრუნება.

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ისრაელის უსაფრთხოების ძალების პალესტინელების მიმართ განხორციელებული მასობრივი მკვლელობების შედეგად 62 ადამიანი დაიღუპა, 3 ათასზე მეტი კი დაშავდა.

აღნიშნულის შემდეგ საგარეო საქმეთა სამინსიტრომ თურქეთის ელჩები თელ-ავივში ქემალ ოქემი და ვაშინგტონში სერდარ ქილიჩი, კონსულტაციებისთვის თურქეთში გამოიძახა.



მსგავსი ინფორმაციები